აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში სულ ინფიცირების 309 789 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის, ვირუსს ემსხვერპლა 4 307 ადამიანი.
აზერბაიჯანში იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში უკვე ათვისებულია 1 396 391 დოზა ვაქცინა.