აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 795 შემთხვევა გამოვლინდა, 28 ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 795 შემთხვევა გამოვლინდა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 795 შემთხვევა გამოვლინდა, 1 967 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 12 565 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 590 113 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 556 716 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 884 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 25 513-ს შეადგენს.