აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 628 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 25 655-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 517 802 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 485 232 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 915 კი გარდაიცვალა.