აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 787 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 18-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 24 261-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 594 994 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 562 786 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 947 კი გარდაიცვალა.