აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 17 862-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 503 452 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 478 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 778 კი გარდაიცვალა.