ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 213 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 104 პაციენტი, 21 კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 320 322 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 294 564 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 4 538-ს აღწევს. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 24 220-ს შეადგენს.