ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 162 პაციენტი, 27 კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 319 109 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 289 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 4 517-ს აღწევს. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 25 132-ს შეადგენს.