აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ინფიცირებული
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ინფიცირებული

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 128 შემთხვევა გამოვლინდა, 2 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 11 505 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 478 715 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 446 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 415 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 25 657-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი