აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა

19:24, 09.06.2020

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის რეჟიმი პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 8 191 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 98 ადამიანი.

მსგავსი