აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 4 მაისამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 4 მაისამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო მოქმედი კარანტინის რეჟიმი 4 მაისამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისამდე დახურული იქნება საზღვარი საქართველოსთან და ირანთანაც.

აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 18 ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1373-ია.