აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შედეგად მიიღო.
ამასთან, აზერბაიჯანის 14 ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ბაქოში, გამკაცრებული კარანტინი 5 აგვისტომდე გახანგრძლივდა. იმ დასახლებებში, სადაც გამკაცრებული საკარანტინო ზომები მოქმედებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს 25 ივლისიდან 27 ივლისის დილის 06:00 საათამდე, ასევე პირველი აგვისტოდან 3 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე.
ამასთან, აღნიშნულ ქალაქებში 20 ივლისიდან დასაშვები იქნება სილამაზის სალონების გახსნა და კოსმეტიკური მომსახურება. ასევე, ორიდან სამ საათამდე იზრდება საცხოვრებელი სახლიდან გასვლის ნებართვის დრო.
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 26 636 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 341 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 8 490 ადამიანი მკურნალობს.