აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა

18:04, 13.08.2020

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 211 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 146 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ის 33 917 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 500 ადამიანი.

მსგავსი