აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 6522 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 78. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 2 707 ადამიანი რჩება, მათგან 64-ის მდგომარეობა მძიმეა.