აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 104 ინფიცირებული.

აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 38 403 შემთხვევა, აქედან 35 860 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 564 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 979-ს შეადგენს.