აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 115.
აზერბაიჯანში ვირუსისგან 5 309 ადამიანი განიკურნა.