აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1645-მდე გაიზარდა. მათ შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 28 ახალი შემთხვევა.
ვირუსს სულ 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელდა 1139 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 485 ადამიანი.