აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, 148 კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, 148 კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 148 ინფიცირებული.

აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 36 899 შემთხვევა. აქედან 34 264 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 541 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 094-ს შეადგენს.