აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთო ჯამში, ქვეყნაში კორონავირუსი 38 327 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 526 პანდემიას ემსხვერპლა. დღემდე მკურნალობას განაგრძობს 2009 ადამიანი.