აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდება
აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდება

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის პირველ ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში 20-დან 29 მარტამდე არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღნიშნული შეზღუდვა ნოვრუზის დღესასწაულს უკავშირდება. გარდა ამისა, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტის თანაშემწემ შაჰმარ მოვსუმოვმა განაცხადა, საავადმყოფოებში საწოლი ადგილების რაოდენობის უკმარისობის შემთხვევაში, შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალი იქნება.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 334 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.