აზერბაიჯანში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა
აზერბაიჯანში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს სატანკო ჭურვი ძირს დაუვარდა, რასაც აფეთქება და მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულების და დაშავებული ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.