აზერბაიჯანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 135 შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 135 შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 167 ინფიცირებული.

აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 38 172 შემთხვევა, აქედან 35 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 559 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 006-ს შეადგენს.