აზერბაიჯანში დღეს 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების „კოვიდ-19“-ის ვაქცინით აცრა დაიწყება
აზერბაიჯანში დღეს 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების „კოვიდ-19“-ის ვაქცინით აცრა დაიწყება

აზერბაიჯანში დღეიდან 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყება.

ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებულად ჩასატარებლად სახელმწიფო დაზღვევის სააგენტომ აამუშავა სპეციალური ვებგვერდი, სადაც მოქალქეებს რეგისტრაცია შეუძლიათ.

რეგისტრირებული მოქალაქეები ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება მათი ვაქცინაციის თარიღი და ადგილი. სისტემა ავტომატურად შეახსენებს მომხმარებელს აცრის მეორედ გაკეთების თარიღსაც.

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინაციისთვის შეარჩიეს ჩინური სინოვაკ ბიოტექის ვაქცინა. ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს 848 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა. პირველ ეტაპზე აცრა სამედიცინო პერსონლას გაუკეთეს. აცრილია დაახლოებით 65 ათასი ადამიანი.

დღეიდან აზერბაიჯანში მეხუთედან მეცხრე კლასის მოსწავლეთა ნაწილი სწავლას სკოლებში განაახლებს. სკოლები 15 თებერვლამდე არ გაიხსნება მხოლოდ ბაქოში, სუმგაიტსა და აზერბაიჯანის დედაქალაქთან ახლოს მდებარე აფშერონის რაიონში.