აზერბაიჯანში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეები დააკავეს
აზერბაიჯანში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეები დააკავეს

აზერბაიჯანში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მისული აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ და მის შედეგებს აპროტესტებდნენ. დ​აკავებულთა შორისაა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, ასევე დეპუტატები. დაკავებულები ავტობუსებით უცნობი მიმართულებით გადაჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ყველა შესასვლელი ჩაკეტა.

საკუთარ მომხრეებთან ერთად დააკავეს აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამადოვიც.

9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, “ენი აზერბაიჯანი” (ახალი აზერბაიჯანი) 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.