აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 56 პაციენტი კი განიკურნა
აზერბაიჯანში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 56 პაციენტი კი განიკურნა და სახლში გაეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ოპერატიულ შტაბში აღნიშნავენ, რომ ორივე გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 283 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 460 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 15 პაციენტი.
საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 808 ადამიანი, 24 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.