აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 144 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 144 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 435 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექცია უკვე 33 247 ადამიანს დაუდასტურდა, 29 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 479 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 3 493 აქტიური შემთხვევაა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში 765 000-ზე მეტი ტესტია გაკეთებული.