აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 142 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 37 874 შემთხვევა გამოვლინდა, 556 ადამიანი კი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ისგან 150 ადამიანი განიკურნა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 35 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აზერბაიჯანში ვირუსის 2 049 აქტიური შემთხვევაა.