აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 230 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 230 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 103 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, შესაბამის მონაცემებს მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსი სულ 4 989 ადამიანს დაუდასტურდა. განიკურნა 3 125 პირი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 58 ადამიანს შეადგენს.

ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 1 806 პაციენტი განაგრძობს. მათგან 50 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.