აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 814 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 814 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 814 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრიივ მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 246 304 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 3 351 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში 10 077 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.