აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, 24 საათში ვირუსისგან 486 პაციენტი განიკურნა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 24 041 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 306-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 8 642 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.