აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული

19:35, 14.10.2020

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2 564 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 42 750 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 616 ადამიანი.

მსგავსი