აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 31 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პოერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში 44 882 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გარცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 121 176 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაცვლილია 1 392 ადამიანი.