აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ისგან 30 ადამიანი განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, შესაბამის მონაცემებს მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
აზერბაიჯანში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 2 519 შემთხვევა. აქედან 1 650 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით 837 ინფიცირებული. მათგან 33 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.