აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 588 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 588 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 588 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 18 112-ს მიაღწია.

ვირუსს ბოლო ერთ დღეში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანში კორონავირუსით სულ 220 პაციენტია გარდაცვლილი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 ათასზე მეტი პირი.

დატოვე კომენტარი