აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 548 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 548 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 491 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 22 464 შემთხვევა. აქედან, 13 591 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 284-ს შეადგენს.

ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 589 პაციენტი.