აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 111 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 35 426 შემთხვევა. აქედან 33 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 519 ინფიცირებული გარდაიცვალა .

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 803-ს შეადგენს.