აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 191 ადამიანს დაუდასტურდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 191 ადამიანს დაუდასტურდა

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ბაქოში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ისგან 125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი კი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 4 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 3 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანში კორონავირუსს 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 1 700-მდე ადამიანი მკურნალობს.