აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18:40, 17.08.2020

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა, ბოლო 24 საათში აღრიცხეს 124 ახალი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 167 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამჟამად აზერბაიჯანში მკურნალობას აგრძელებს 1793 ინფიცირებული.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში აღრიცხეს „კოვიდ-19“-ის 34 343 შემთხვევა, 32042 განიკურნა, 508 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი