აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას მედია, ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 346 ადამიანი განიკურნა.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 17 524 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 213 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 596 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.