აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 514 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 514 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 14 571 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 327 601 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 713 ადამიანი.

დატოვე კომენტარი