აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 601 კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 7 458 ადამიანს. ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 2 380 074 ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 229 584 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 105 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221 717-ს შეადგენს.