აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 770 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 770 ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, 770 კი, გამოჯანმრთელდა.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 5 309 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსის გამოსავლენად ჯამში 2 341 807 ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 228 246 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 053 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 218 387-ს შეადგენს.