აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 125 შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 125 შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, 71 კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 4 205 პირს. ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 2 602 884 ტესტია ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 234 662 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 3 223 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 228 839-ს შეადგენს.