აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 763 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ინფიცირებული

16:59, 20.11.2021

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-სს 570 322 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ამასთან ვირუსს ქვეყანაში 7 579 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი