აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 103 ახალი შემთხვევა.
როგორც მთავრობის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო სამ დღეში ვირუსის ახალი შემთხვევების უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანში კორონავირუსი დაუდასტურდა 34 018 ადამიანს, გარდაიცვალა 504 პაციენტი.
ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 2024 ადამიანი.