აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 722 შემთხვევა გამოვლინდა, 1 854 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 722 შემთხვევა გამოვლინდა, 1 854 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 722 შემთხვევა გამოვლინდა, 1 854 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 686 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 325 407 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 302 860 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 650 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 897-ს შეადგენს.