აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 202 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამეში გარდაიცვალა ოთხი კოვიდინფიცირებული.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 400 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 344 520 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 333 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 027 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 365-ს შეადგენს.