აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 შემთხვევა გამოვლინდა

16:44, 02.11.2020

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 322 ადამიანი, 13 კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქვეყნის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 5 081 ადამიანს. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში კორონავირუსზე 1 368 620 ტესტირებაა ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 57 040 შემთვევაა გამოვლენილი. ვირუსით გარდაიცვალა 753 ადამიანი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 11 808-ს შეადგენს.

მსგავსი