აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 291 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას „ინტერფაქს აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 14 852 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 180 ადამიანი.