აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ადამიანი. ამასთან ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 440 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 20 837 შემთხვევა. აქედან, 12 182 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 258-ს შეადგენს.

ამჟამად აზერბაიჯანში საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 397 პაციენტი.