აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 3 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 154 152 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 93 411 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 713 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 59 028-ს აღწევს.